ვანო მერაბიშვილის საქმეები
ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი სასჯელი, ხუთი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მოიხადა. თავდაპირველად 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მას აკურას ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის საქმეზე მიესაჯა. ამის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ამ საქმეში მერაბიშვილს მტკიცებულებების გადამალვას ედავებოდნენ და 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ყოფილ პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზეც, რომლის ფარგლებშიც მას თავისუფლება 4 წლისა და 6 თვის ვადით აღუკვეთეს. 5-წლიანი პატიმრობა მერაბიშვილს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე შეუფარდეს. დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე კი, 6 წელი და 9 თვე მიესაჯა. ამ ეტაპზე სასამართლო მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეს განიხილავს. სასამართლო განხილვები უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „იმედში“ შეჭრის საქმეზე, მერაბიშვილთან ერთად 4 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. როდის გამოცხადდება განაჩენი, ჯერ უცნობია. მერაბიშვილის გათავისუფლებას ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც გამოეხმაურნენ, რომელთა საქმეებზეც ყოფილი მინისტრის ბრალეულობა დადასტურდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვანო მერაბიშვილის საქმეები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომბუდსმენის 500 გვერდიანი დოკუმენტი პარლამენტშია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლია კრიალაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-ევროპის საბჭო-20 წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ მაისაიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვანო მერაბიშვილის გამოსვლა სასამართლო პროცესზე 30/05/2013
GeoPolitNews
ვანო მერაბიშვილის ბრიფინგი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა