ჭაკუას საქმე და გამოხმაურებები


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირების  საკითხს მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. ზურაბ ადეიშვილის მიერ გერმანიისთვის მიწერილი წერილი, სადაც ის წერს რომ დავით ჭაკუა პოლიტპატიმარია, პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. საკითხს ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც.

დავით ჭაკუას, სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან