კანონი შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ


„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით დამტკიცდა, მანამდე განხილვა ცხარე კამათის ფორმატში წარიმართა. 
გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ამ კანონზე ვეტოს, უცნობია, თუმცა მსგავსი პროგნოზი ოპოზიციას აქვს. ცვლილებების შინაარსი ოპოზიციისთვის მიუღებელია. ისინი „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მოტივებით მოქმედებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მმართველ გუნდს მოსალოდნელი საპროტესტო აქციების ეშინია. 
საპირისპიროს ამტკიცებს უმრავლესობა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული გეგმა აქვს, რის გამოც ის ცვლილებებს ეწინააღმდეგება.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებითი კონსტრუქციების მოწყობა გარკვეულ შემთხვევებში იზღუდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან