ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების პრეზენტაცია
22 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა 2014 წელს გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების პრეზენტაცია. ღონისძიებას ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები დაესწრნენ. პრეზენტაციას გაუძღვნენ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი. ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 10-ზე მეტ ქვეყანაში 28 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. 40-მდე ქართველი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, თურქულ, ბერძნულ, არაბულ, ებრაულ, მაკედონიურ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. ვრცლად იხილეთ ► http://e.gov.ge/PhrSS http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ლიტერატურის ანთოლოგია
culturegovge culturegovge
ქართული ლიტერატურის ანთოლოგია
culturegovge culturegovge
ქართული ლიტერატურის ანთოლოგია
culturegovge culturegovge
ქართული ლიტერატურის თავისებურებანი
დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე