„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა
04/30/2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დღეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება. ოპოზიციური სპექტრი სესიაზე დასწრებას აანონსებს და იმედოვნებს, რომ კითხვების დასმის და პასუხების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. მმართველ გუნდში კი ოპონენტების არაკონსტრუქციულობაზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, წინა მოსმენების დროსაც დამტკიცდა. გუშინ, თითქმის 10-საათიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი, მისცა მათ გაფრთხილება, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.