ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

22.04.2021 06:09

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთულია.  ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გარდაიცვალა ათი პაციენტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურმა  მაჩვენებელმა კი 4,38 პროცენტი შეადგინა.  პარალელურად, სულ უფრო სერიოზული კვლევის თემა ხდება პოსტკოვიდური გართულებები, რის გამოც კლინიკების ნაწილში სპეციალური ცენტრებიც   შეიქმნა, სადაც კოვიდგადატანილ პაციენტებს მკურნალობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: