კულტურის მინისტრმა სქურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

12/05/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2014 წლის პროგრამით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება.
სამეგრელოში ერთ-ერთი გამორჩეული და დანგრევის პირას მყოფი უდიდესი დარბაზული არქიტექტურული ძეგლის - სქურის ფერისცვალების ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები წელს დაიწყო. სამუშაოების მიზანია, სქურის გრანდიოზული და მონუმენტურ ნანგრევებად ქცეული ძეგლი აღდგეს და პირვანდელი სახე დაუბრუნდეს.
4 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ერთად სქურის სარეაბილიტაციო პროცესი ადგილზე მოინახულა.


http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან