სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. 28 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორმა ლევან შონიამ სქურის რეაბილიტირებული ტაძარი მოინახულეს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ რეაბილიტირებული ეკლესია აკურთხა და ჯვრის აღმართვის ცერემონია ჩაატარა. ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად, ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია მავნე მცენარეებისგან გათავისუფლდა, მოხდა მიწაში გამოვლენილი ქვების მარკირება და ძეგლის სტრუქტურაში მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა. პროექტის პირველ ეტაპზე ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ ფასადების საპირე წყობა ავთენტური მასალის გამოყენებით აღდგა. 2015 წელს, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა სქურის ტაძრის დარბაზული სივრცე. აღდგენითი სამუშაოები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი, ავთენტური მასალებით - ჩამონგრეული ქვებითა და არქიტექტურული დეტალებით განხორციელდა. სქურის დარბაზული ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუშია. ნაგებობის ცენტრალური დარბაზიდან შემორჩენილია თითქმის ყველა კონსტრუქციული კვანძი, რაც ძეგლის ავთენტურობასა და მის გამორჩეულობაზე მეტყველებს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის მინისტრმა სქურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულ...
culturegovge culturegovge
სქურის ლიდერები ქობულეთში
gugageo
სქურის კაპელა დილის ხაზზე
gugageo
სქურის ტაძარი
Livepress. ge
სქურის მონასტერი 2015
Gocha Lemonjaria
სქურის მამათა მონასტერში
info9 info99
სქურის ბებრები
gugageo
სქურის ლიდერების ბოშური ვარციხეში
gugageo