მიეცით საკუთარ თავს რჩევა. წესი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს წინსვლაში.

07/12/2023
ენდშპილი-ის მიერ

ინსტეგრამი -- https://www.instagram.com/guga_lutidze/
facebook -- https://www.facebook.com/profile.php?...

რა არის ენდშპილი?
სიტყვა ენდშპილს ჭადრაკში გამოიყენებენ და ის აღნიშნავს თამაშის ბოლო სტადიას, როდესაც თამაში დამასრულებელ ფაზაში გადადის.
მინდა ეს სიტყვა და ზოგადად ჭადრაკი ცხოვრებაში გადმოვიტანო. ამიტომ პატარა ისტორიას მოგიყვებით.

ერთხელ, როდესაც ონლაინში ჭადრაკს ვთამაშობდი. თამაში ძალიან დაძაბული და რთული იყო. არ ვთამაშობ ძალიან საოცრად ასე, რომ ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვი, მაგრამ მიუხედავად ამისა გზას მივუყვებოდი უპირატესობა აშკარად მეტოქის მხარეს იყო პაიკით და ფიგურების განლაგებით აშკარა უპირატესობა ჰქონდა, ჩემი ფიგურები კი ძალიან ჩაკეტილი იყო შემდეგ კი ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა (დედოფალი) დავკარგე, დაუკვირვებლობის გამო ამ დროს უკვე ვფიქრობდი თამაში დამეტოვებინა და დავნებებულიყავი, მაგრამ ჩემმა პატარა იმედმა, რომ ამ თამაშის მოგების შანსი იყო თამაშის გაგრძელებისკენ მიბიძგებდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ყველა სვლა ყურადღებით უნდა მეთამაშა და ოპონენტის ქმედებები წინასწარ გამეთვალა. თამაში შუა ნაწილში გადავიდა და ამ დროს დავიწყე თამაშის შემობრუნება ოპონენტმა შეცდომების დაშვება დაიწყო, ჩემი ყველა სვლა კი ერთმანეთზე უკეთესი გამოდგა. საოცარი ემოციები იყო, რადგან უკვე წაგებული თამაშის შემობრუნება შევძელი, როდესაც თამაში ენდშპილში ( თამაშის ბოლო ნაწილში) გადავიდა მაგ დროს ვფიქრობდი მთლიანად პარტიაზე თუ, როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ განვითარდა, რამდენი წინააღმდეგობა იყო და სადამდე მოვედი ამ დროს მქონდა მნიშვნელოვანი გააზრება ჩემთვის უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმ თამაშს წავაგებდი თუ მოვიგებდი გამარჯვებამ ფასეულობა დაკარგა. მთავარი ის იყო თუ რა გზა გავიარე და რა ლამაზი პარტია იყო. მთელი სილამაზე გზაში დაბრკოლებებში და მის გადალახვაში დავინახე ეს გახდა ჩემთვის ფასეული.

ცხოვრებაც ასეა შენ შეგხვდება უამრავი დაბრკოლებები და ეს დაბრკოლებები უნდა გადალახო.
შენ დაუშვებ უამრავ შეცდომას და ამ შეცდომებიდან უნდა ისწავლო.
შენ შეიძლება დამარცხდე და დაეცე უნდა ისწავლო წამოდგომა.

საბოლოოდ კი უნდა გაუყვე შენს ცხოვრების გზას, რაც გინდა რა საქმეც გიყვარს და აკეთო ის მიუხედავად გარემოპირობებისა შენ არავის არ უნდა მისცე საშვალება, რომ გააღარიბოს შენი ლამაზი ცხოვრება მუდამ წინ იარო და ცხოვრების ყველა ფაზას პასუხი გასცეე საბოოლოდ კი შენ გახდები ის ვინც ხარ.


რა არის შენი ცხოვრების გზა ?
როდესაც შენ იქნები სიცოცხლის ბოლოს რა გზა უნდა გქონდეს გავლილი ?
რა უნდა გქონდეს შექმნილი სამყაროში?
რა არის შენი მისია სამყაროში ?
შექმენი ისეთი ცხოვრება, სადაც მიუყვები შენს გზას შენს სურვილებს, შენს გულს, სადაც შინაგანი შეგრძნება გეუბნება, რომ სწორად ცხოვრობ.
ნუ გახდები ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე მოკვდა.
დაუსვი შენს თავს შეკითხვა.
როგორი იქნებოდა ჩემი ენდშპილი?

მთელი ჩემი ცხოვრება ვაპირებ, რომ გავაღმავო ჩემი ცოდნა ჩემს ცოდნასთან ერთად ამ არხის ფასეულობა გაიზრდება . ამ არხზე დავდებ ისეთ ვიდეოებს, რომელიც ადამიანებს დაეხმარება პერსონალურ განვითარებაში და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ საკითხებში.

ეს არის ჩემი ენდშპილი რასაც ამ არხზე შევქმნი, რასაც ადამიანებს გავუზიარებ, ეს არის ჩემი წვლილი სამყაროში, ეს არის ის რაზეც იქნება ჩემი ცხოვრება.