მიდი არჩევნებზე და მოიგე Tesla!

13.07.2020 00:31

მეტი ინფორმაციისთვის - shorturl.at/dfvN8
https://www.girchi.com/ge
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, "გირჩი" მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს.

Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც "ცესკოს" ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.

რა არის ამისათვის საჭირო ?

- დარეგისტრირდით "გირჩის" პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში.

- 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას. - იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).

- საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ამ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.

რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს "გირჩი" არჩევნებზე, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი "Tesla"-ები გათამაშდება, მაგალითად: 50000 ხმის მიღების შემთხვევაში "გირჩი" წელიწადში 5 "Tesla"-ს, 4 წელიწადში კი, 20-ს გაათამაშებს.

წადი არჩევნებზე და მოიგე "Tesla"!

"გირჩი" წარმატებას გისურვებთ !
____________________________________

WEBSITE: https://www.girchi.com/

FACEBOOK:   / girchiparty  
INSTAGRAM:   / girchiparty  
TWITTER:   / girchiparty

გაზიარება:
Paliani