პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო
20 მაისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. პრეზიდენტი კანონმდებლებს პროექტიდან ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების სრულად ამოღებას სთავაზობს. პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. სალომე ზურაბიშვილი „მიუღებელს“ და „დაუშვებელს“ უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს. მისი შეფასებით, მიღებული კანონპროექტით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე, ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება. პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ განხილვისას წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ფინანსური დასაბუთება - თუნდაც ის, თუ რა ფინანსურ სარგებელს მოიტანს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რა რისკებს შეიცავს და რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მას. დაჩქარებული წესით მიღებული კანონის პროექტის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის ვეტო - რას გადაწყვეტს უმრავლესობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 5 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფორმულას დღე — 29 მაისი, I ნაწილი
ოლიგარქზე მორგებული კანონი
Formula News
უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ვეტო - პოლიტიკური პოზიციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ვეტო „ერთპარტიული დანიშვნების“ წინააღმდეგ
Formula News
პრეზიდენტის ვეტო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster