ხელისუფლება მოწყვლადი ჯგუფებისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს


ხელისუფლება მოწყვლადი ჯგუფებისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. მიზნობრივ კატეგორიაში იქნებიან შექმნილ კრიზისულ ვითარებაში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები, ასევე ის ჯგუფები, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დამატებითი პრობლემები გაუჩნდათ. დეტალები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ასევე, დაანონსდა დახმარების პაკეტი რამდენიმე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან. საუბარია მილიარდ 500 მილიონ დოლარზე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკის მხარდასაჭერად წლის ბოლომდე მიიღებს. თუ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები მკაცრად არ იქნება დაცული, პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ზომების კიდევ უფრო გამკაცრება და კარანტინის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადება არ გამორიცხა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან