ნიკა მელიას პრესკონფერენცია ანტიკრიზისულ ზომებზე - 20/03/2020

20.03.2020 04:51

ყველა ვიდეოს და სიახლეების სანახავად გადადით ოფიციალურ არხზე და გამოიწერეთ:    / kanaal   ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მორიგი ინიციატივით გამოდის და მთავრობას მიმართავს 3 თვით აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე მორატორიუმი გამოაცხადონ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ისაუბრა. "11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა და საქართველო ისევე როგორც მსოფლიო, უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა. იმისათვის რომ ეს სწრაფად გავრცელებადი სენი დამარცხდეს, მნიშვნელოვანია ერთობა, ისე როგორც არასდროს. ეს გარდაუვალია. ამიტომ, ნებისმიერი ჩვენი ინიციატივა არ უნდა იყოს გაგებული როგორც პოლიტიკური პაექრობა , ესაა რჩევა, რეკომენდაცია თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. დღეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მართალია მიმართულია ვირუსის გავრცელების შეკავებისაკენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რომლებიც გარკვეულწილად შეუმსუბუქებენ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის სიმძიმეს საქართველოს მოსახლეობას და ქართველ მეწარმეებს. ამიტომ, ჩვენ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, გამოვდივართ ინიციატივით: 1. 3 თვით შეჩერდეს იძულებითი წესით მიმდინარე აუქციონები 2. 3 თვით გამოცხადდეს მორატორიუმი სააღსრულებლო მიმდინარე საქმეებზე 3. 3 თვით შეჩერდეს საქმეები, სადაც კრედიტორად წარმოდგენილია სახელმწიფო. აქვე ვგულისხმობ ყველა ჯარიმას - პატრულის, ვიდეოთვალის, სურსათის უვნებლობის,მერიის ზედამხესვწლობის სამსახურის, გაზის კომპანიის და ა.შ. 4. საგადასახადო ორგანოებმა 3 თვით შეაჩერონ იძულებითი აღსრულება. მხოლოდ დღეს, 400 საქართველოს მოქალაქის მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება. ხალხი დღეს არის უკიდურესად მოწყვლადი . იმედს ვიტოვებთ ხელისუფლება ამ ინიციატივას რაც შეიძლება მალე აქცევს რეალობად."

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნიკა მელიას პრესკონფერენცია
01:59

ნიკა მელიას პრესკონფერენცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელიას პრესკონფერენცია - 25/04/2020
07:10

ნიკა მელიას პრესკონფერენცია - 25/04/2020

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელიას პრესკონფერენცია წინასაარჩვნო დასკვნითი აქციის თარიღთან დაკავშირებით 29/09/2016
00:31

ნიკა მელიას პრესკონფერენცია წინასაარჩვნო დასკვნითი აქციის თა...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელიას პრესკონფერენცია - 11/03/2022
03:44

ნიკა მელიას პრესკონფერენცია - 11/03/2022

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელიას პრესკონფერენცია ევროკომისიის პასუხზე - 17/06/2022
10:02

ნიკა მელიას პრესკონფერენცია ევროკომისიის პასუხზე - 17/06/202...

ნიკა მელიას პრესკონფერენცია - 22/08/2022
09:06

ნიკა მელიას პრესკონფერენცია - 22/08/2022

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელიას პრესკონფერენცია - 08/11/2022
03:46

ნიკა მელიას პრესკონფერენცია - 08/11/2022

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელიას პრესკონფერენცია ევროპაში ვიზიტების შესახებ - 19/11/2022
03:44

ნიკა მელიას პრესკონფერენცია ევროპაში ვიზიტების შესახებ - 19/...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ყველა ვიდეო