მარტყოფში საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ააფეთქეს

23.09.2021 00:54

მარტყოფში საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ააფეთქეს. ჩამონგრეულია შენობის წინა ფასადი. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ ქურდობას უკავშირდება. დაზიანებულია ადგილზე დამონტაჟებული ბანკომატი. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 185-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: