„ფერმა" - 24 თებერვალს, 12:15 საათზე
პირველად საქართველოში – საქონელი, რომელსაც აქვს ძვირფასი, გემრიელი და ხარისხიანი ხორცი, თუმცა მის შესახებ ცოტა რამ ვიცით. გაიგეთ, როგორ ეგუება შოტლანდიური ანგუსი მარტყოფის გარემოს, რატომ არ აქვს რქები და რის გამო უწოდებენ მას ზარმაც ცხოველს. კვების, სადგომის მოწყობის, გამრავლებისა და ვეტერინარული მომსახურების წესები – ყველაფერი რაც ანგუსების შესახებ უნდა ვიცოდეთ; რატომ არის აუცილებელი საქონლის იდენტიფიკაცია. როგორ კონტროლდება ცხოველისგან მიღებული ხორცი და რძის პროდუქტები ფერმიდან სუფრამდე. ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროგრამის დეტალები, რუბრიკაში „გაიგე მეტი”; ამერიკიდან თბილისამდე და თბილისიდან საგურამომდე გავლილი გზა. ნახეთ, როგორ იქმნება სხვადასხვა სახეობის ხილის ჭაჭა, განსაკუთრებული არომატისა და გურული ხასიათის შეზავებით. რუბრიკაში „არტი-შოკი”, გაიცანით გიორგი თევზაძე, რომლის დამზადებული სასმელის დანახვაც კი სტუმრებს სიმღერის ხასიათზე აყენებს – კვირას, 24 თებერვალს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა” ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...