საბავშვო ბაღების თანამშრომელთა პროტესტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაანონსებულ რეფორმებს მესამე დღეა, საბავშვო ბაღების თანამშრომლები აპროტესტებენ. დღეს ისინი ვიცემერს, ივანე ბურდულს შეხვდნენ. თუმცა, როგორც საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მერიასთან ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბაღების გაერთიანების თანამშრომლები აქციებს აანონსებენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას განცხადებით, მუნიციპალიტეტის 35 ბაღში 368 თანამშრომელია, ხოლო აღსაზრდელების დღიური გამოცხადება 491. მისი თქმით, საბავშვო ბაღების ბიუჯეტის 84 პროცენტი ხელფასებში მიდის, ბავშვთა კვებაზე კი მინიმალური თანხა იხარჯება. მერი 35 თანამშრომლის გათავისუფლებით 190 000 ლარის გამოთავისუფლებას გეგმავს, რაც მისი თქმით, კვების რაციონის გაუმჯობესებას, წიგნების შეძენას და თანამშრომელთა ხელფასის ათი პროცენტით გაზრდას მოხმარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2024 წლის ბიუჯეტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაგა-ბაღების ნაწილი იხურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი თებერვლიდან შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპტიმიზაცია წალენჯიხის მერიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წალენჯიხის მერის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში
State Representative in Imereti
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება ქუთაისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster