აშშ - საქართველო

17.06.2019 04:20

რამდენიმე შეთანხმებით დასრულდა საქართველოს პრემიერის ერთკვირიანი ვიზიტი ამერიკაში. ხელისუფლების პირველ პირებთან, კონგრესმენებთან და ბიზნესწრეებთან გამართული შეხვედრების შემდეგ მთავრობის მეთაური პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად აქცენტს ეკონომიკური მნიშვნელობის გზავნილებზეც აკეთებს. ურყევი მხარდაჭერა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავება და ეკონომიკური, განსაკუთრებით კი ვაჭრობის კუთხით შესაძლებლობების განვითარება,- ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომლებზეც ქართული დელეგაცია მიუთითებს. მმართველი გუნდისგან გასხვავებით ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებში სხვა გზავნილები ამოიკითხა ოპოზიციამ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო