დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის წარმატებული პროექტები სამეგრელოში
15 წელიწადზე მეტია, ხეზე მუშაობა ზაზა სამუშიას ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჩვენი სტუმრობისას ის ხატის ჩარჩოზე მუშაობდა. სხვა საქმესაც ასევე გულმოდგინედ ეკიდება. მას შემდეგ, რაც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მისთვის სხვადასხვა დანადგარი შეიძინა, შრომა ერთიორად შეუმსუბუქდა. ეს კი პროდუქტის ხარისხზეც აისახა. შრომა უფრო კომფორტული გახდა ასევე "დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის" ბენეფიციარი მაკა გოგოხიასთვის. თუ ადრე ე.წ. ხელის საკერავი მანქანით მუშაობდა, ახლა მკერავს სახლში ყველა ის სახელობო ნივთი აქვს, რაც სრულყოფილად მუშაობისთვის სჭირდება. მაკამ ისინი პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ მიიღო, ახლა კი საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავს. მაკა და ზაზა იმ ათასობით ბენეფიციარს შორის არიან, ვისაც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დახმარება გაუწია. სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი უჯმაჯურიძემ გვითხრა, რომ პროგრამების საშუალებით დევნილებს სხვადასხვა შესაძლებლობა მიეცათ. USAID ZDRA-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი სააგენტოსთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს. მან ერთად განხორციელებული პროექტების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი და წარმატებული კომპონენტი საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ დევნილი ოჯახების ინფორიმრებაა, რაშიც 200 -მდე მოხალისე მონაწილეობდა. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის ხელშეწყობაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტმ მოხალისეე...
Radio Atinati
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრეზენტა...
IDP Livelihood Agency
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრეზენტა...
IDP Livelihood Agency
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამა
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტმ მოხალისეე...
Radio Atinati
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე შეხვედრ...
odishitv
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრეზენტა...
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამა
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო