საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგა ანგარიშით – 20:9 დაამარცხა
საქართველო – ტონგას დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ ერთ ქულიანი სხვაობით მოიგეს – 7:6. თამაშის მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს – 10:9. 64-ე წუთზე მოედანზე ახლად შესული მერაბ კვირიკაშვილმა რაქში არასწორი მხრიდან ითამაშა და მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა. ტონგელებმა საჯარიმოს გატანა კარგი პოზიციიდან ვერ მოახერხეს და ანგარიში უცვლელი დარჩა. სამიოდ წუთში „ბორჯღალოსნები“ მეტოქის ნახევარზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გადავიდნენ. ქართველმა მორაგბეებმა დერეფნიდან კვლავ მოლი ააგორეს და მეტოქის ლელოს მიუახლოვდნენ, თუმცა ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს და მსაჯმა მასპინძლებს ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნა. თედო აბჟანდაძემ ბურთი ძელებს შორის გააძვრინა და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით დააწინაურა. 79-ე წუთზე ტონგელები საქართველოს ნახევარზე იყვნენ, თუმცა „ბორჯღალოსნებმა“ თავი კარგად დაიცვეს და სტუმრები შეტევაში დაჯარიმდნენ. ბოლო წამებზე მასპინძლები მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში დამკვიდრდნენ და მრავალფაზიანი შეტევა ზურაბ ჟვანიას ლელოთი დასრულდა. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ტონგა ანგარიშით – 20:9 დაამარცხა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
Georgian rugby players return home
GEORGIA RUGBY
რა ხდებოდა სტადიონზე რუსეთის ჰიმნის დროს
netgazeti ge
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა
Temur Bjania
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ანგარიშით 28:19 დაამარ...
Rioni.TV
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარცხა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ბორჯღალოსნების“ გამარჯვება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმის არენა ისტორიულ სარაგბო მატჩს უმასპინძლებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი მორაგბეების წარმატება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster