Georgian rugby players return home

06.11.2011 01:27

/ officialgeorgiarugby     / georgiarugby   ქართველი მორაგბეები სამშობლოში დაბრუნდნენ ევროპის ჩემპიონი ქართველი მორაგბეები უკვე სამშობლოში არიან. საქართველოს მორაგბეთა 19 წლამდე ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის გუნდი დაამარცხა, თბილისში გვიან ღამით დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბორჯღალოსნები პრინციპულ მეტოქეს დაუპირისპირდნენ და 20:12 დაამარცხეს. საუკეთესო გუნდის წოდებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის საგზურიც მოიპოვა. ქართველმა მორაგბეებმა ბუქარესტში გამართულ პირველობაზე ჯერ შვეიცარია სოლიდური ანგარიშის სხვაობით 50-0 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი მასპინძელ რუმინეთთან 24:8 დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ტურნირის ორივე ფინალისტი, საქართველო და რუსეთი უკვე მომავალ წელს იაპონიაში მსოფლიო ალაფზე იასპარეზებენ. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იაპონიის, ტონგას, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ჩილეს, რუსეთისა და ზიმბამბვეს გუნდები იქნებიან. საზოგადოებრივ არხის ვიდეო www.1tv.ge

გაზიარება: