საპროტესტო აქცია გამართეს კომპანია „ავიამშენის“ თანამშრომლებმა. ისინი კუთვნილი ხელფასებისა და დანამატების დროულად გაცემას ითხოვდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამიანს ერთი თვეა, რაც კუთვნილი ანაზღაურება არ აუღია. მათივე ინფორმაციით, ისინი მიმდინარე წლის მარტშიც გაიფიცნენ, მაშინ კომპანია მათ ხელფასებზე 24 %-იან დანამატს შეპირდა, თუმცა ორი თვეა არც დანამატი აუღიათ. კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორი აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა როდის მოხდება მათი სახელფასო დავალიანების გასტუმრება, კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. სწორედ ამან გამოიწვია აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება და დირექტორსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
აქციის მონაწილეები სახელფასო დავალიანების გასტუმრებასთან ერთად, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ითხოვენ. წინააღმდეგ შემთვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.