ნარკოდანაშაულში ბრალდების საქმე
ექვსი პირი დააკავა პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, აქედან ორი ნარკორეალიზატორია. ფონიჭალის დასახლებაში 2 პირი დააკავეს. 1971 წელს დაბადებული პირის ბინის და ეზოს ჩხრეკისას ამოღებულია 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. 1986 წელს დაბადებული პირისგან კი პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ოთხი პირია დაკავებული. 1979 წელს დაბადებული პირის პირადი ჩხრეკისას, 3 კილოგრამი „ჰეროინია“ ამოიღებული. 1961 წელს დაბადებული პირის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი 1500 აბი „სუბუტექსია“ ამორებული. 1962 წელს დაბადებული პირის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 207 აბი, 1 შეკვრა „ამფეტამინი“, 1 შეკვრა „ჰაშიში“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. 1984 წელს დაბადებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანის“ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსჯელობა გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნარკოდანაშაულში ბრალდებულის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნარკოდანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი მძიმე ნარკოდანაშაულის ბრა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გახსნილი ნარკ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაკავება ნარკოდანაშაულისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარ...
სააგენტო GUARDIAN GE