შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ლ.შ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 31 ფირფიტა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული 500 ლარი ამოიღეს. პოლიციამ ლ.შ.-ს მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 6 ფირფიტა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა - ა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში გამოძალვის ბრალდებით ერ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნარკოდანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3 დ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო