შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა

22.06.2020 01:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის სამი მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ., ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით, თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 25 აბი. ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა
01:14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარკოდანაშაული
01:24

ნარკოდანაშაული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3 დაკავებულია ფონიჭალის დასახლებაში
03:21

პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3 დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3 დაკავებულია ფონიჭალის დასახლებაში
01:27

პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3 დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გახსნილი ნარკოდანაშაულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გახსნილი ნარკ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველების მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახსნილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია
03:28

სამართალდამცველების მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახსნ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავა
00:46

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
00:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო