შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია 1000 -მდე აბი სუბუტექსი

06.09.2020 00:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული მ.კ და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ „დადების მეთოდით“ გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველებმა მათ მიერ, სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000 -მდე აბი სუბუტექსი. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნარკორეალიზატორების დაკავება
02:54

ნარკორეალიზატორების დაკავება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
00:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
02:11

ენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ვლ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარკორეალიზატორების დაკავება
04:10

ნარკორეალიზატორების დაკავება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციის მიერ 2 კვირის განმავლობაში გახსნილი დანაშაულებები
02:30

პოლიციის მიერ 2 კვირის განმავლობაში გახსნილი დანაშაულებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა
02:44

გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო