პრეზიდენტის განცხადება - გამოხმაურებები


პრეზიდენტის კიდევ ერთი განმარტებას, რომ სალომე ზურაბიშვილს არ შეუწყალებია პოლიტპატიმრები, ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან ტერმინ „პოლიტპატიმრის“ გამოყენება კი, შესაძლოა, ნაკლებ ინფორმირებულობას უკავშირდებოდეს და საჭიროა საგარეო ასპარეზზე მეტი კომუნიკაცია, რასაც პრეზიდენტი თავადაც აპირებს, ოპოზიცია ცინიკურს უწოდებს.

ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას თანაგუნდელები ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში საკუთარი საელჩოები აქვთ და ინფორმაციის მიღების მრავალი წყარო არსებობს, არაინფორმირებულობაზე საუბარი მხოლოდ საზოგადოების მოტყუების მცდელობაა. მთავარია, გადაწყვეტილება და ის, რომ პრეზიდენტი იძულებული გახდა, ოპოზიციონერი ლიდერები შეეწყალებინა და არა განცხადების შინაარსი - ასეთია ოპოზიციის შეფასება.

„ქართული ოცნების“ ლიდერები კი აღნიშნავენ, რომ სრულად იზიარებენ სალომე ზურაბიშვილის პათოსს და ფიქრობენ, რომ საგარეო ასპარეზზე მათაც სჭირდებათ გააქტიურება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან