საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული სასკოლო ასაკის ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა დააფიქსირა, მათგან 38 უკვე ჩარიცხულია. სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის პარალელურად, როგორც ცნობილია უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს დღის განმავლობაში ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინელი ბავშვებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ემიგრანტ მასწავლებელთა რიგით მეორე შეხვედრა
Giorgi Sakandelidze
უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში
TV IMEDI
უკრაინელი ლტოლვილები საქართცელოში
TV IMEDI
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისიდან 9 ივნისა...
Music Box
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება
Music Box
საქართველოს სკოლებში არსებული მდგომარეობა - რისკ ფაქტორი
TV IMEDI
#ახალიდღე როგორ ელოდებიან პირველკლასელები სწავლის ვირტუალურა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster