ახალი ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებისთვის


სამაშველო ოპერაციები ახალი ვერტმფრენით ჩატარდება. ფრანგული კომპანიის მიერ წარმოებული საფრენი აპარატი ქართულ მხარეს დღეს გერმანიაში გადასცეს.

ეს არის „ეარბას ჰელიკოპტერის“ მიერ წარმოებული ერთ-ერთი ახალი მოდელი, რომელიც თანამედროვე მოწყობილობებით არის აღჭურვილი და არაერთი მანევრის შესრულება შეუძლია. შვეულმფრენის შესაძლებლობების ასათვისებლად ქართველი მფრინავები და ტექნიკოსები ახლა ფრანგული მწარმოებელი კომპანიის სასწავლო აკადემიაში სასწავლო კურსებს გადიან. ზაფხულში საქართველოს სასაზღვრო პოლიციას კიდევ ორი ანალოგიური ვერტმფრენი გადმოეცემა.

ბოლო წლებში მომხდარი კატასტროფების და სტიქიების ფონზე თანამედროვე ვერტმფრენების შეძენა ხელისუფლების ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. წლების განმავლობაში სამაშველო ოპერაციები ძირითადად საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებით ტარდებოდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან