საპროტესტო აქცია ვეჯინში


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მდებარე თევზსაჭერი მეურნეობების მფლობელები სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას - „ქვემო ალაზნის სისტემურ სამმართველოს\"- ფინანსურ რეკეტში ადანაშაულებენ.
ფერმერების განცხადებით, სამმართველო, რომელიც ალაზნის სარწყავ არხს მართავს, ფერმერებისგან წყლის გადასახადს ითხოვს და გადაუხდელობის შემთხვევაში, დიდ ჯარიმებს ახდევინებს, თუმცა მეურნეობებს წყალით ვერ უზრუნველყოფს.
„ქვემო ალაზნის სისტემურ სამმართველოს\" ვეჯინში მცხოვრები გლეხებიც უჩივიან. მათი განცხადებით, კომპანიის გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო 500 ჰექტრამდე ტერიტორია დაჭაობებულია და დატბორვა დიდი რაოდენობით სახნავ -- სათეს ნაკვეთებსაც ემუქრება.
„ქვემო ალაზნის სისტემურ სამმართველოში\" კომენტარს არ აკეთებენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14acYJK

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან