ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ჭავჭავაძის გამზირზე
მკვეთრად შეცვლილი სატრანსპორტო სქემა დედაქალაქის ცენტრში. საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა და მწვავე რეაქციები გამოიწვია ჭავჭავაძის გამზირზე ერთწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ამოქმედებულმა ახალმა სატრანსპორტო სისტემამ. ტროტუარების გაფართოების შედეგად შევიწროებულია გზის სავალი ნაწილი, ავტობუსები კი მანქანების საპირისპიროდ მოძრაობენ, რის გამოც მესამე დღეა, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე საცობებმა მკვეთრად იმატა. ეს არის მერიის მიერ ოთხი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის რეკომენდაციით და წინასწარ კვლევაზე დაფუძნებული სპეციალური პროგრამით შემუშავებული სქემა, რომელიც ჭავჭავაძეზე გადაადგილების დროს პრიორიტეტებს შემდეგი თანმიმდევრობით ანაწილებს: ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბოლოს კერძო მანქანები. თბილისის მერიაში განახლებულ გამზირზე გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს დროებითს უწოდებენ და ამბობენ, რომ მძღოლებს ახალ სქემასთან ადაპტაცია სჭირდებათ. დედაქალაქის მთავრობის განმარტებით, სატრანსპორტო რეფორმა ევროპის არაერთი დიდი ქალაქის მსგავსია და მისი ცვლილება არ განიხილება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შუქნიშნებზე შეყოვნების დრო შემცირდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ჭავჭავაძის გამზირზე
TV IMEDI
თბილისის მერიის განმარტება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დარჩი სახლში“ - ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები?
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი მიკროავტობუსები და ავტობუსები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარკირების ახალი სისტემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster