თბილისის მერიის განმარტება

01.08.2020 01:09

ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა. რეფორმის პირველი დღე მძღოლებისთვის რთული აღმოჩნდა. დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე დილიდან საცობია. კერძო ტრანსპორტს მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლში შეუძლია, ქუჩის დიდი ნაწილი კი მუნიციპალური ტრანსპორტისთვის არის განკუთვნილი. მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილებას ეხმაურებიან თბილისის მერიაში. დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ დღეს რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: