მკვლელობა კახეთში


შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ცეცხლსასროლი იარაღით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლა. მკვლელობა გუშინ ღამით სოფელ იყალთოში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომელიც, შესაძლოა, სუფრასთან დაიწყო, სადაც სამართალდამცველი და გარდაცვლილი ერთად იმყოფებოდნენ. მკვლელობა კი ახმეტა-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იარაღიდან დაახლოებით ევსჯერ გაისროლეს.

კლინიკის დირექტორი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, მცირე დაზიანება მიიღო თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმაც, რომელიც კლინიკიდან უკვე სახლში გაწერეს. სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი დაკავებულია. საქმეს პროკურატურა იძიებს. უწყების ცნობით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოხდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან