ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმე

13.03.2019 05:23

ოფიციალური თბილისი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისგან ითხოვს განმარტებებს, რამ იმსხვერპლა 29 წლის ირაკლი კვარაცხელია.

ახალგაზრდა მამაკაცი გალში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებიდან საათნახევარში გარდაიცვალა. არაღიარებული ხელისუფლების ვერსია, რომ დაკავებულმა ახსნა-განმარტების წერის დროს თავი მოიკლა, ეჭვქვეშ დგას. მითუმეტეს, რომ „მოამბესთან“ საუბრისას დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრიც ახსენებს ფრაზას, „გაურკვეველი ვითარება“.

გახდა თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი არაადამიანური მოპყრობის და ძალადობის მსხვერპლი - კითხვებს გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დღეს სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog