3

07/04/2024

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რიგით მეცხრე პაკეტი მიიღო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხია. სანქციათა მორიგი პაკეტი რუსეთისთვის ახალ საექსპორტო კონტროლსა და შეზღუდვებს აწესებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირი ექსპორტის აკრძალვას ავიაციისა და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საქონელსა და ტექნოლოგიაზეც გააფართოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან დრონების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში და ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისთვის მათი მიწოდება შეუძლია, იკრძალება.

ამასთან, სანქციები რუსეთის საბანკო და ენერგეტიკის სფეროებსაც მოიცავს. შეზღუდვები შეეხება საკონსულტაციო მომსახურებასაც. გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეებს დღეიდან ეკრძალებათ რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან კონტროლირებადი იურიდიული პირის, სუბიექტისა თუ უწყების მმართველ ორგანოებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.