ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს აბულფაზ გარაევს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. ორი ქვეყნის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროებს შორის მჭიდრო კოორდინაციით, უახლოეს მომავალში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმუშავებს.
ბაქოს ოფიციალური ვიზიტით მიხეილ გიორგაძე კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში სტუმრობდა. ფორუმის მთავარი თემა იყო „კულტურა და მდგრადი განვითარება 2015 წლის შემდგომ პერიოდში“. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, ფორუმის ფარგლებში გაიმართა მინისტერიალიც, რომელშიც 21-ზე მეტი ქვეყნის კულტურის მინისტრი იყო ჩართული. ღონისძიებას მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროსა და დიპლომატიური მისიის წევრები ესწრებოდნენ.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045