დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები


უკვე მეორე დღეა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში ცხრა წლის ბიჭს უშედეგოდ ეძებენ. მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეში გუშინ დღის საათებში ჩავიდა, თუმცა, წყლის სიღრმიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.

ადგილზე მყოფმა მეთევზეებმა სამი ბავშვის წყლიდან ამოყვანა შეძლეს. ოჯახის წევრები და ადგილობრივები სამაშველო სამსახურის დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ. ისინი საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალების მობილიზებას მოითხოვენ.

ამ დროისთვის, ადგილზე ცოცხალი ძალა და მყვინთავებიც მუშაობენ. გაშლილია საველე კარავი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან