ილია ფილფანის ოჯახის განცხადება

07.10.2020 00:59

თითქმის სამთვიანი გაუჩინარების შემდეგ, ილია ფილფანს უკვე ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ. სვანეთში დაკარგული მოზარდის მშობლების განცხადებით, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება და ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს. მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მოზარდის ადგილსამყოფელის ან ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისთვის, ფულად ჯილდოს აწესებენ. დაკარგული მოზარდის მშობლების განცხადებით, ოჯახი გარანტიას იძლევა, რომ ინფორმაციის მომწოდებლების დევნას არ დაიწყებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო