პროექტი „ცოცხალი წიგნები“ იწყება

04/14/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოეზიის საღამოები, გაიმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
მწერლები ესტუმრებიან რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები გაიმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ეცდებიან ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენას.
პროექტში აქტიურად იქნება ჩართული საგამომცემლო სექტორიც. მოეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები - მწერლები თავად მოგვევლინებიან გამავრცელებლის როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი წარადგენენ და პოპულარიზაციას გაუწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.
პროექტი 4 ეტაპად განხორციელდება და წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი.
პირველ შეხვედას თანამედროვე ქართველი მწერლებით დაკომპლექტებული 5 კაციანი მობილური ჯგუფი 14 აპრილს, შიდა ქართლის რეგიონში გამართავს.
მათ შემადგენლობაში არიან: ლომოური ირაკლი, სადღობელაშვილი ნინია, ყურაშვილი ცირა, ქურხული ბექა, კატო ჯავახიშვილი.
განრიგი:
შიდა ქართლის რეგიონი
I დღე - 14 აპრილი - კასპი -15:00 სთ; გორი -18:30;
II დღე-15 აპრილი - ნიქოზი - 12:00 სთ; ქარელი- 16:00 სთ;
III დღე- 16 აპრილი - ხაშური - 15:00 სთ;
IV დღე- 17 აპრილი - ბორჯომი -13:00 სთ.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან