ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა შესაძლოა საჭირო გახდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ გამორიცხავს, რომ ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავების პროცესზე სპეციალური კვლევების შემდეგ მესამე დოზის მიღება დღის წესრიგში დადგეს. საუბარია საშუალოდ ექვს-რვათვიან ინტერვალზე. ამ საკითხზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქართველოში ორი დოზით აცრილი ადამიანების მონიტორინგი იგეგმება. კვლევის მიზანი ვაქცინების მოქმედების ეფექტურობის ხარისხის დადგენაა. საბედნიეროდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესდება. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა დღეს ოთხნიშნა რიცხვს ჩამოსცდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან