სახალხო დამცველის არჩევის ახალი პროცედურები


პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალ პროცედურებზე მსჯელობს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის განხილვაც პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, კანონის პროექტი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების - მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობას უზრუნველყოფს. რეგლამენტის პროექტით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი დგინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება. პროექტის მიხედვით, 2022 წელს, პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან