ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნა ბათუმში

17.03.2022 02:27

პოლონეთის და საქართველოს პრემიერებმა ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. კაჩინსკის ძეგლი ახალ ბულვარში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ დაიდგა. ის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი, რომელმაც 2008 წელს ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს გამოგვიცხადა მხარდაჭერა და ეს ძეგლი არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლო - განაცხადა ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს. ცერემონიაზე წაიკითხეს ლეხ კაჩინსკის ძმის მიმართვა. საქართველოში ეს ლეხ კაჩინსკის მეორე ძეგლია. პოლონეთის პრემიერმა საქართველო უკვე დატოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: