თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა

28.04.2022 01:31

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების რეალიზაციისა და პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის პროცესს გაეცნო პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტებსა და მოქალაქეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდა და ამავდროულად, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. მისი თქმით, ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შემოვიდა და შემოვა თურქეთიდან, „ჯი-ემ-პი“ სტანდარტისაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო