თურქეთიდან იმპორტირებული წამლები


პრობლემა, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებულად აწუხებთ.

წამლების ფასის შესამცირებლად და ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემოტანა დაიწყო. მეზობელი ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის და იმპორტის პროცედურის გამარტივების შემდეგ 

აფთიაქებში ამ მომენტისთვის თურქეთიდან შემოტანილი 40-მდე პრეპარატი იყიდება, გეგმაშია რაოდენობის 200-მდე გაზრდა. საუბარია ერთი და იმავე შემადგენლობის მქონე როგორც ორიგინალ მედიკამენტებზე, ასევე შემცვლელ - ჯენერიკებზე, რომლებიც თურქეთში გაცილებით დაბალ ფასად იყიდება. საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან იმპორტირებული წამლები ევროპულ ბაზარზე წარმოებულ ანალოგიურ პრეპარატებთან შედარებით 30-დან 70%-მდე იაფი ღირს. წამლების გაიაფების გარდა აქცენტი კეთდება ხარისხის კონტროლზე. ამ მიზნით საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორიის მშენებლობა იგეგმება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან