ვითარება ახლო აღმოსავლეთში


ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. გავრცელებული ცნობით, ისრაელის საავიაციო და საარტილერიო შეტევის დროს სხეული დაზიანება 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ისრაელში აცხადებენ, რომ არაბულ ანკლავში მსხვერპლი ძირითადად ტერორისტული ჯგუფების რიგებშია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის წინააღმდეგ კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა, რომლის ფარგლებში 160-მდე სამხედრო თვითმფრინავმა ერთდროული იერიში მიიტანა „ჰამასის“ გვირაბების ქსელზე. საავიაციო შეტევის დროს, რომელიც 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა 150 სამიზნის წინააღმდეგ 450 რაკეტა გამოიყენეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ ასევე იერიში მიიტანეს არტილერიითა და ტანკებით. პარალელურად, ღაზის სექტორიდან განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში მსხვერპლის რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ისრაელის ექიმების ინფორმაციით, 50 წლის ქალი სარაკეტო შეტევის განგაშის დროს თავშესაფრისკენ გარბოდა, რა დროსაც დაეცა და სერიოზულად დაშავდა. ასევე დაიღუპა 87 წლის ქალი, რომელიც გასულ ღამეს განგაშის სიგნალების ჩართვის შემდეგ დაეცა და მძიმედ დაშავდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს, ოთხმა ქალმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა და ჭურვი ისროლეს. მხოლოდ გასული ღამის და დღევანდელი დილის მონაცემებით, არაბული ანკლავი ისრაელის ტერიტორიისკენ 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან