ახალი კანონპროექტი - დრიფტზე ჯარიმა წესდება


შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი შეიმუშავა. ცვლილებების მიხედვით, დრიფტზე, ანუ ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალებაზე დაწესდება 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობას 30 ქულა ჩამოაკლდება. დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვაც.

მკაცრდება ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზეც და 150-დან 300 ლარამდე იზრდება. დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა კი 50 ლარის ნაცვლად, 500 ლარით დაისჯება. სანქცია წესდება ხმაურის გამომწვევი მანქანების წინააღმდეგაც. ამ შემთხვევაში, ჯარიმა 100 ლარი იქნება, მართვის მოწმობას კი 10 ქულა მოაკლდება. კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან