პროკურატურამ იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტება გააკეთა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტება გააკეთა. პროკურორ მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ქვეყანაში იულია სუსლიაკის შემოსვლის აკრძალვაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია. მისივე თქმით, სუსლიაკს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მიეცა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია უკრაინის მიმართულებით, სადაც მისი შვილები იმყოფებიან, თუმცა როგორც გოგორელიანმა აღნიშნა, სუსლიაკმა საქართველოს ტერიტორია დატოვა არა უკრაინის, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. უარის მიზეზი არასაკმარისი ფინანსური სახსრები და სამოგზაურო დაზღვევის არქონა გახდა. ამასთან, პირი არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 09:00 საათზე, 22 ივლისი, 2019 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გენერალურ პროკურატურაში იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტება გ...
Maestro Television
სუსლიაკის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება იულია სუსლიაკის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე სასამართლო დღ...
Maestro Television
იულია სუსლიაკის ადვოკატმა ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუსლიაკების საქმე: დედაა თუ ბავშვებით მოვაჭრე?
რადიო თავისუფლება
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster