იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესია
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ანგარიში წარადგინა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსის და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ უაღრესად პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა, რის შედეგადაც კომიტეტის რეზოლუციაში მკაფიოდ აღინიშნა, რომ 2016 წელს, მომდევნო სესიაზე, კომიტეტი გარანტირებულად განიხილავს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ისტორიული ძეგლების ამოღების საკითხს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიას საქართველოდან ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი პირველად დაესწრო. ბონში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიას დაესწრნენ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
იუნესკომ მცხეთის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით განსაკუთრებ...
culturegovge culturegovge
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის...
Rioni.TV
მცხეთის ძეგლები Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხა...
culturegovge culturegovge
მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნ...
culturegovge culturegovge
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირ...
culturegovge culturegovge
მცხეთის ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხა...
culturegovge culturegovge
„იუნესკოს“ დასკვნა გელათზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მცხეთის ისტორიული ძეგლების შესახებ შეხვედრა გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster