იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესია

07/02/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ანგარიში წარადგინა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსის და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ უაღრესად პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა, რის შედეგადაც კომიტეტის რეზოლუციაში მკაფიოდ აღინიშნა, რომ 2016 წელს, მომდევნო სესიაზე, კომიტეტი გარანტირებულად განიხილავს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ისტორიული ძეგლების ამოღების საკითხს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიას საქართველოდან ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი პირველად დაესწრო.

ბონში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიას დაესწრნენ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.




http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან