შშმ პირებისთვის ადაპტირებული შენობები აბაშაში
აბაშაში არსებული ადმინისტრაციული შენობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია და გადაადგილება მათთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა. თვითმმართველობის ცენტრალური და კულტურის სახლის შენობების შესასვლელებთან, ასევე გამგეობის შენობის პირველი სართულზე პანდუსები მოეწყო. ირაკლი ჭანტურია 14 წელია შშმ პირია. ის დღეს აბაშის საკრებულოს დეპუტატია, თვლის რომ ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არ გამოირჩევა საზოგადოების სხვა წევრებისაგან. სახლიდან სამსახურამდე გადაადგილებას თავისი ტრანსპორტით ადვილად ახერხებს და თავს უსაფრთხო გარემოში გრძნობს. ,,ძალიან ბევრი შშმ პირია საქართველოში, ბევრი მწერს, შენი აქტიური ცხოვრება და შემართება ჩვენ ძალას გვაძლევს; იყო საკრებულოს დეპუტატი და თან შშმ პირი ეს არის დიდი სტიმული’’ - გვიყვება დეპუტატი. თუმცა, შენობების ნაწილი შშმ პირებისთვის შეღწევის მხრივ კვლავ პრობლემად რჩება. აბაშის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი შალვა დარცმელიძე ამბობს, რომ რამდენიმე სკოლაში პანდუსების მოწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ,,ახალი რაც შენდება, ყველგან გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის პანდუსები, ძველი შენობები ინფრასტრუქტურულად ისეთი გამართული არ არის, რომ ეს მოხერხდეს, თან ლიფტის დაყენებაა საჭირო სხვადასხვა სართულებზე ასასვლელად და ეს თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა საკრებულოში იგეგმება ლიფტის გაკეთება უახლოეს მომავალში’’ – განუცხადა რადიო ,,ათინათს’’ შალვა დარცმელიძემ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჯარიმები შშმ პირებისთვის არაადაპტირებულ შენობებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ბათუმში შენობების უმრავლესობა შშმ პირებისთვის არ არის ადაპტ...
Ajara TV
შშმ პირებისთვის ადაპტირებული მიწისქვეშა გადასასვლელი
mariam chokhonelidze
ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა
TV IMEDI
მერიაში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცე ეწყობა
ტვ არგო / TV ARGO
არჩევნების დღეს შშმ პირებისთვის ადაპტირებული უბნები და სპეცი...
Radio Dzveli Kalaki
დავით ნარმანიამ და ზაზა გაბუნიამ ნაძალადევის რაიონში შშმ პირ...
District of Nadzaladevi