მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია

23.09.2016 01:00

23 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვა. პრეზენტაციას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის, მუზეუმების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის (egmc.gov.ge) შექმნის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და მართვის მოქნილი, ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება სამუზეუმო ფონდის შესახებ სისტემატიზებული მონაცემების მოპოვება და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება. ამჟამად, დასრულებულია სისტემის შექმნის პროცესი, ასევე, მომზადებულია საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთა სახელმძღვანელო. ამ ეტაპზე ბაზაში, ტესტირების რეჟიმში, სამინისტროს სისტემაში შემავალი 6 სსიპ მუზეუმია ჩართული - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი. აღნიშნულ მუზეუმებში სისტემა ოქტომბრიდან დაინერგება. 2017 წლიდან საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემაში ყველა სსიპ მუზეუმი, ხოლო 2018 წლიდან, მუნიციპალური მუზეუმები ეტაპობრივად ჩაირთვებიან. http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“
02:26

„ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამოფენა ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“
01:34

გამოფენა ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“

culturegovge culturegovge

მუზეუმების საერთაშორისო დღე - გამოფენა ხელოვნების სასახლეში
01:46

მუზეუმების საერთაშორისო დღე - გამოფენა ხელოვნების სასახლეში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპული ჯილდო თბილისის მუზეუმების გაერთიანებას

ევროპული ჯილდო თბილისის მუზეუმების გაერთიანებას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრიფინგი კულტურის სამინისტროში
01:17

ბრიფინგი კულტურის სამინისტროში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხელოვნების სასახლის ახალი შენობის გახსნა
01:46

ხელოვნების სასახლის ახალი შენობის გახსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამოფენა ეროვნულ გალერეაში
02:03

გამოფენა ეროვნულ გალერეაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რესტავრაციის კვლევითი ლაბორატორიის მუშაობის შედეგები
01:21

რესტავრაციის კვლევითი ლაბორატორიის მუშაობის შედეგები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო